იაპონიის კუნძულ კიუსიუზე
მდინარის ადიდების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 9 კი - უგზოუკვლოდაა დაკარგული. ადგილობრივი
ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი ხანდაზმული ადამიანები არიან.
წყალდიდობამ კუმამოტოსა
და ოიტას პრეფექტურაში 70-მდე სახლი დააზიანა, 300-მდე შენობა კი დაიტბორა. დაახლოებით
50 ათას ოჯახს მოუწია საკუთარი სახლის დატოვება და ღამის უსაფრთხო ადგილას გატარება,
როგორიცაა საზოგადო დაწესებულებები - სკოლები და სპორტული კომპლექსები.
ძლიერი წვიმები იაპონიაში
გუშინ დაიწყო. დღე-ღამის განმავლობაში კიუსიუს კუნძულზე 500 მმ ნალექი დაფიქსირდა.
internet.ge