უგულავამ ნოდარ ჯავახიშვილი და "ქართუ ბანკის" დირექტორატი თანამდებობიდან გათავისუფლა
"ქართუ ბანკის“ კლიენტებს ბანკში განხორციელებული საკადრო
ცვლილებების გამო პრობლემები არ ექმნებათ. ბანკი მოსახლეობას ჩვეულ რეჟიმში
ემსახურება. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს ბაკნის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, დილით გარკვეულ შეფერხებას ქონდა ადგილი, რამდენიმე
წუთით დაგვიანდა ბანკის საცავის გახსნა, რადგან საცავზე პასუხიმგებელმა პირმა მანანა ნადირაძემ თანამდებობა დატოვა.
"ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" დროებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ გუშინ "ქართუ ბანკის" ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი და დირექტორატი
თანამდებობიდან
გათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველად, ("ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის აქციები") ვლადიმერ უგულავა გუშინ დაინიშნა.
internet.ge