გორის
სამხედრო ნაწილში 19 წლის ჯარისკაცი კობა მახარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა დაუდასტურა. მისი თქმით, მომხდარ ფაქტზე
გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს
ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია პირში აქვს მოხვედრილი.
აღნიშნული ფაქტი 11 ივლისს, საღამოს საათებში მოხდა.
გარდაცვლილის ცხედარი გურჯაანში, საკუთარ
სახლში უკვე გადაასვენეს.
internet.ge