სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კოლხეთის დაბლობზე სადრენაჟე და სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროექტი ოთხ ეტაპადაა დაყოფილი და ადგილობრივი
მოსახლეობის
საკუთრებაში
არსებულ აუთვისებელ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მელიორაციის სისტემის სრულყოფას ითვალისწინებს.
პროექტის დასრულების შემდეგ 500 ოჯახის საკუთრებაში არსებული დაახლოებით 1200 ჰექტარი მიწის ფართობის დაშრობა მოხდება.
დღესვე, ადგილობრივ ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა კოლხეთის დაბლობზე ჩატარებული
ლაბორატორიული
ანალიზის შედეგები გააცნეს, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა,
რომ კოლხეთის დაბლობზე არსებული ნიადაგი ვარგისია, როგორც მარცვლეული, ასევე ბოსტნეული კულტურების წარმოებისთვის.
სარეაბილიტაციო სამუშაობის დასრულება 2012 წლის ოქტომბერში იგეგმება. მშენებლობაზე 10
ადგილობრივია
დასაქმებული.
internet.ge