GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
60-ზე მეტი უცხოელი ქართულ ენას საქართველოში შეისწავლის
14:43 13.07.2012
დღის სიახლეები

ზაფხულის თვეებში 60-ზე მეტი უცხოელი ქართულ ენას საქართველოში, საზაფხულო სკოლის ფარგლებში შეისწავლის. პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ”ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის” ფარგლებში განხორციელდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 4 სხვადასხვა ჯგუფი საქართველოს ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ეწვევა. ქართველოლოგიური მეცნიერებებით დაინტერესებული უცხოელები ადგილზე შეისწავლიან ქართულ ენას, გაეცნობიან ძველ და თანამედროვე ქართულ კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს, დაათვალიერებენ საქართველოს კუთხეებსა და ღირსშესანიშნაობებს. უცხოელ სტუდენტებს მაღალკვალიფიციური მეცნიერები თეორიულ და პრაქტიკულ მედაცინეობებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად ჩაუტარებენ.

პროექტები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, კროს–კულტურული უნივერსუმის (CCU) ბაზებზე განხორციელდება.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის მიზანია ქართველოლოგიის სამეცნიერო მიმართულებაში უცხოელი მკვლევრების მოზიდვა და ზოგადად, ქართველოლოგიის მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებში პოპულარიზაცია.

კონკურსი 2009 წლიდან იმართება. აღსანიშნავია, რომ პროგრამის უცხოელი კურსდამთავრებულები აქტიურად მუშაობენ ქართველოლოგიაში, ზოგი მათგანი კი ქართულ ლიტერატურასაც თარგმნის.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ირაკლი მელაშვილი: „ქართული ოცნების“ შიგნით ძალიან ბინძური კონკურენციაა (VIDEO)1
ბიზნეს სექტორის შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან2
ივანიშვილს ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის საქმე პირად კონტროლზე აჰყავს3
ილია მეორემ მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა4
დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X