GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა
15:57 13.07.2012
დღის სიახლეები

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

„სამართლიანი არჩევნები“, წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში, გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, 1-ელი აპრილიდან ახორციელებს. მესამე შუალედური ანგარიში მოიცავს პერიოდს 2012 წლის 4 ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარებაც 4 ივნისამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდში იქნა გამოვლენილი.

საანგარიშო პერიოდში „სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებული იქნა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 7,  მუქარისა და ზეწოლის 17 (მათ შორის ბიზნესზე ზეწოლის  - 1, მოქალაქეებზე ზეწოლის - 6 და პარტიის აქტივისტებზე ზეწოლის 10 შემთხვევა), პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების 4,  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების 7, მოსყიდვის 5, სოციალური დახმარების შეწყვეტის 1 შემთხვევა.

ორგანიზაციის დაკვირვებით, 2012 წლის 4 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე პერიოდში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ -  57, „ქართულმა ოცნებამ“ – 105, „ახალმა მემარჯვენეებმა“ – 34, ხოლო „ქრისტიან დემოკრატებმა 11 საჯარო შეხვედრას გაუკეთა ორგანიზება.

„სამართლიანი არჩევნები“ იმედს გამოთქვამს, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არ დარჩება შესაბამისი ორგანოების სათანადო შესწავლისა და რეაგირების გარეშე.

ორგანიზაცია აგრძელებს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს და ივლისის თვის ანგარიშს აგვისტოს შუა რიცხვებში წარმოადგენს.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
“მარიტიმუ”თბილისში 18 ფეხბურთელით ჩამოვიდა1
აფხაზი პატარა ქართველმა ექიმებმა გადაარჩინეს2
"Pussy Riot"-ს მხარდაჭერას მსოფლიოს 30 ქალაქში უცხადებენ3
აფხაზეთში პური ძვირდება4
დავით უსუფაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X