ძლიერი წვიმის შედეგად მოსკოვის ჩრდილოეთ ნაწილის ქუჩები წყალქვეშ
აღმოჩნდა. სტროგინოში კი მეხმა ორი ბავშვი შეიწირა.
დატბორილია იაროსლავსკის გზატკეცილი, ასევე, გზები სოკოლნიკებსა და
სადოვაია-კუდრინსკაიაზე, სადაც სდაშუალო სიმაღლის ადამიანს წყალი მკერდამდე
სწვდება - წერს „ლაიფ-ნიუსი“. რამდენიმე ქუჩაზე კი მანქანები დაცურავენ.
წყალდიდობის გამო საფრთხე შექმნა ჭექა-ქუხილმაც. მეხი ხეს დაეცა, რომლის ქვეშაც
ბავშვები იდგნენ. 2 და 14 წლის მოზარდების საავადმყოფოში გადასაყვანად საგანგებო
სიტუაციების სამინისტრომ ვერტმფრენი გაგზავნა.
ტრაგედიით დამთავრდა კიდევ ერთი შემთხვევა სოფელ ვასკოვოში, სადაც მეხის დაცემით
მამა-შვილი დაიღუპა.
რუსული მედიის ცნობით, ქალაქში მოსალოდნელი შტორმის შესახებ საგანგებო სიტუაციების
სამინისტრომ გაფრთილება შტორმამდე ერთი საათით ადრე გააკეთა. მოსკოვში
დამონტაჟებულია 90 ეკრანი, რომლითაც მოსალოდნელი საშიშროების შესახებ
გაფრთხილებები გადაიცემა.
internet.ge