ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის თვალის დევნება online რეჟიმში შეიძლება
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდმა
"ივერიისა" მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის პირველი ეტაპის
განსახორციელებლად ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.
მონაწილე 7
კომპანიას შორის უპირატესობა შპს "ანაგს" მიენიჭა. დღეს, მშენებარე ტაძრის
საძირკველში ჩაბრძანებული იქნა ქვები, რომელიც სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით
აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს.
ქვებზე დატანილია მშენებლობაში და
მის დაფინანსებაში მონაწილე პირთა და მათი ოჯახის წევრთა სახელები. ტაძრის
მშენებლობის სახალხო აქციაში უკვე 175 000 ადამიანია გაწევრიანებული.
ტაძრის მშენებლობაში აქტიურად მონაწილეობენ ქართველი ემოგრანტებიც.
მახათას
მთაზე დამონტაჟებულია ვიდეო კამერა და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა
აქვს მშენებლობის პროცესს თვალყური ადევნოს ვებ. გვერდზე: www.makhata.ge
მახათას მთაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს გიგი უგულავამ და პაატა ბურჭულაძემ დაათვალიერეს.
internet.ge