რუსეთში გრძელდება პანკ-ჯგუფ „Pussy Riot“-ის
დაკავებული წევრებისადმი მხარდამჭერი აქციები. სამი ახალგაზრდა გოგონაა დაკავებული
იმის გამო, რომ რამდენიმე თვის წინ მაცხოვრის ტაძარში იმპროვიზებული გამოსვლა
მოაწყვეს საკურთხეველთან და ღვთისმშობელს შესთხოვეს - „ღვთისმშობელო, გააგდე
პუტინი!“
რუსეთის საზოგადოების დიდი ნაწილი დღემდე უშედეგოდ ითხოვს დაკავებულთა
გათავისუფლებას.
დაკავებულთა მხარდასაჭერად აქცია ამჯერად სანკტ-პეტერბურგში გამართეს.
„Pussy
Riot“-ის ერთ-ერთი გულშემატკივარი თავად „გაეკრა“ „ჯვარცმაზე“, რომელზეც
ეწერა: „თქვენი დემოკრატია შეიძლება აქ იყოს“, იქვე მდგარს ყუთს კი, რომელიც
გამვლელთა მიერ ფულის ჩასაყრელად იყო განკუთვნილი, ეწერა: „რუსეთის
მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის აღსადგენად“.
შეგახსენებთ, ხელისუფლების მკაცრი დამოკიდებულება ჯგუფის დაკავებული
წევრების მიმართ ეკლესიის მკაცრმა შეფასებებმაც განაპირობა. პატრიარქს არაერთხელ
სთხოვეს „გზასაცდენილი გოგონებისთვის“ დახმარება გაეწია, თუმცა ეკლესიამ ეს არ
გააკეთა.
22 წლის აქტივისტი „ჯვარცმიდან“ პოლიციელმა ჩამოხსნა. გოგონა 78-ე განყოფილებაში
გადაიყვანეს, სადაც მის წინააღმდეგ, მიტინგებისა და შეკრებების წესის დარღვევის
შესახებ პროტოკოლი შეადგინეს.
internet.ge