კრასნოიარსკისა და იაროსლავლის საფეხბურთო გუნდებს შორის თამაშის
დაწყებამდე, ჰიმნის შესრულების დროს ოპერატორი მოედნისკენ გაიქცა, თუმცა ფეხი
აუცდა და დაცემის შედეგად ორივე ხელი მოიტეხა.
მაგრამ მაყურებელთა აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ამ ყოველივეს
შემყურე ფეხბურთელები, ნაცვლად იმისა, რომ ექიმების გამოჩენამდე წაქცეულს
მიშველებოდნენ, იცინოდნენ.
არცერთ ფეხბურთელს დაშავებულისთვის დახმარების აღმოჩენა არ უცდია.
საზოგადოებამ მათი საქციელი მკაცრად შეაფასა, როცა ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა.
internet.ge