GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საპატრიარქო პატრიარქის ქადაგებას ავრცელებს
12:16 14.07.2012
დღის სიახლეები

საპატრიარქო პატრიარქის სადღესასწაულო ქადაგებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი.

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ქრისტეს მიერ დანო და ძმანო, ჩვენო სულიერო შვილებო გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს წმიდა ტაძარი თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული. ჩვენ ვიმყოფებით იმ წმიდა ადგილზე, სადაც ბრძანდება კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სადაც დამარხულია ხალენი წმიდისა ილია წინასწარმეტყველისა. აქ ხდებოდა კურთხევა მეფეთა, ასევე ხდება პატრიარქებისა და მღვდელმთავრების კურთხევა. ამ წმიდა ადგილზე თითქმის ყოველ ადამიანს მოუდრეკავს მუხლი და უღვრია ცრემლი.

ჩვენ დღეს უნდა ვიფიქროთ, რა გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა წარსულში, ჩვენ რა გავაკეთეთ, დღეს რას ვაკეთებთ და მომავალში რა უნდა გავაკეთოთ.

მე არაერთხელ მითქვამს, ადამიანი მუხედავად იმისა, რომ გვირგვინია ღვთის ქმნილებისა, მაინც სუსტი არსებაა. მასში მუდამ მიდის ბრძოლა კეთილისა და ბოროტის. სახარებაში წერია: ადამიანი ხედავს სახესა ადამიანისასა, ხოლო ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა. ინებოს უფალმა, რომ გული წმიდა დაბადოს ჩვენთან ღმერთმა და სული წრფელი განგვიახლოს გვამსა ჩვენსა. გული წმიდა – ეს არც ისეთი ადვილია. ძალიან ხშირად ჩვენ გვსურს, წმიდა გული გვქონდეს, მაგრამ ვერ გამოდის. ადამიანს ეუფლება ისეთი ცოდვები, როგორიც არის ამპარტავნება, ქედმაღლობა და მრავალი სხვა. ძვლემა რომაელებმა თქვეს: შეიცან თავი შენი. შევიცანით კი თავი ჩვენი? თქვენ არ ვიცი და მე ვერ შევიცანი. ერთი ადამიანის საფლავზე აწერია: მსოფლიო ეს ქვეყანა მეძებდა მე, მაგრამ ვერ დამიჭირა. უნდა გვახსოვდეს ჩვენ რომ ეს მიწიერი ქვეყანა ცდილობს დაიჭიროს ადამიანი, ეს ქვეყანა გავს გაშმაგებულ თერგს ან მდინარეეებს, რომელსაც მოაქვს ქვა-ღორღი და გამტვრევს ფეხებს, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სიკეთე სუფევდეს და მან ჩვენშიც დაისადგუროს.

გუშინ გახლდათ პეტრე-პავლობის დღესასწაული და პატარა სიტყვა ვუთხარი ჩვენს მორწმუნე ხალხს. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. სამი თვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები გველოდება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ტალახი არ ვესროლოთ ერთმანეთს, არ ვუთხრათ ისეთი სიტყვა, რომელიც დაამცირებს ადამიანს და იქნება ისეთი მძიმე მომავლისთვის, რომ გაუჭირდება სახეში შეხედვა და ვფიქრობ, ჩვენი პრეზიდენტი ამას ყველაფერს გააკეთებს. თუ ადამიანი ამ დროს თავს შეიკავებს, ასეთი განკითხვის, დამცირებისაგან და სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებისგან, ის ადამიანი ბედნიერია და ღმერთი მასთან იქნება.

იმედი მაქვს, ჩვენ დავძლევთ ჩვენს ვნებებს, თავს, უარყოფით თვისებებს და მშვიდობით შევხვდებით ამ არჩევნებს და მშვიდობით განვითარდება ჩვენი სამშობლო.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ.

მოხარული ვართ, რომ დღეს ბატონი პრეზიდენტი ჩვენთან ბრძანდება.

ჩვენთან არს ღმერთი!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი

სვეტიცხოვლობა, თორმეტი მოციქულის ხსნების დღე, 2012 წ."

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ილია მეორემ მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა1
ფილიპ დიმიტროვი: საქართველოში მასმედიის მდგომარეობა სრულყოფილებისგან შორს არის2
მეორედ მოსვლის მოლოდინში ახალგაზრდა მამაკაცი ჯარიმების გადახდაზე უარს ამბობს3
ცოტნე გამსახურდია მის წინააღმდეგ აღძრული საქმის გადასინჯვას მოითხოვს4
ნანუკა ჟორჟოლიანი პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ტოვებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X