GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აკრძალული შემოწირულობის განხორციელებისთვის "ელიტა ბურჯი" 3 397 439 ლარით დაჯარიმდა
17:51 14.07.2012
დღის სიახლეები
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 ივლისის დადგენილებით,  შპს "ელიტა ბურჯი” ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი  პუნქტის "ა1” და  ამავე ორგანული კანონის 34 2 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმის გადახდა აკრძალული შემოწირულობის - 679 487 (ექვსასსამოცდაცხრამეტიათას ოთხასოთხმოცდაშვიდი) ლარის და 94 (ოთხმოცდათოთხმეტი) თეთრის ხუთმაგი ოდენობის, 3 397  439 (სამიმილიონ სამასოთხმოცდაჩვიდმეტიათას ოთხასოცდაცხრამეტი) ლარის და 70 (სამოცდაათი) თეთრის ოდენობით.

სასამართლომ განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შპს "ელიტა ბურჯის”  მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი და ამავე სამსახურის გადაწყვეტილების დადასტურების საკითხი, რომლითაც  ყადაღა დაედო შპს "ელიტა ბურჯის”  კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებას და საბანკო ანგარიშებს. 

"საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ  შპს "ელიტა ბურჯმა”  პოლიტიკური კოალიაცია "ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიების საჭიროებისათვის პოლიტიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ნივთების, კერძოდ ბრენდირებული მაისურების, ლოგოდატანებული კეპების, კაშნეებისა და სხვადასხვა ტიპის მასალების  დასამზადებლად, ასევე  სხვადასხვა სახის მომსახურეობის გაწევის მიზნით 2012 წელს  2 ერთეული ოფსეტური ბეჭდვის აპარატი შეიძინა, საერთო ღირებულებით - 679 487. 94 ლარი, რომლითაც მომსახურება გაუწია კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს და რითაც მათ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობა განახორციელა.  შპს "ელიტა ბურჯმა”  ამ ქმედებით, ჩაიდინა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის 34 2 მუხლის მეორე პუნქტით  გათვალისწინებული სამართალდარღვევა,"- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ხე-ტყის მართვის სისტემაში ცვლილებები განხორციელდა1
იზოლატორში ცემის შემდეგ დაკავებული კომაშია2
დაჩი ცაგურია დაკავებულია3
დარჩიაშვილი: არ მაქვს სურვილი, ჯონდის ავადმყოფურ ფანტაზიებზე კომენტერი გავაკეთო4
ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი 7 ნოემბერს განიხილავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X