იაპონიის ხელისუფლებამ კუნძულ კიუსიუდან 400 ათასი ადამიანის ევაკუაციის
შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მიზეზი მოსალოდნელი წყალდიდობაა. 260 ათასი
ადამიანისთვის ევაკუაცია სავალდებულო იქნება, დანარჩენებისთვის კი ნებაყოფლობითი.
დღეს კუნძულზე დიდი რაოდენობით ნალექი მოვიდა, რაც მეწყერებისა და
საცხოვრებელი რაიონების დატბორვის საშიშროებას ქმნის. ბოლო მონაცემებით, გადაუღებელმა
წვიმებმა იაპონიის სამხრეთ-დასავლეთში 20-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დაკარგულად
ითვლება 30-ზე მეტი. ამასთან, კიუსიუსა და ფუკუოკას რაიონებში 180 მეწყერი
ჩამოწვა, წყალმა წაიღო ხიდები და მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა 800-ზე მეტ სახლს.
ამჟამად კიუსიუზე წყალდიდობის საფრთხეა გამოცხადებული, ამიტომ
ხელსუფლება წინასწარ იღებს ზომებს.
internet.ge