GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჩოხატაურში ცენტრალური უბნის რეაბილიტაცია დასრულდა
15:02 15.07.2012
დღის სიახლეები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, გურიის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულ ვალერი ჩიტაიშვილთან ერთად, ჩოხატაურის რეაბილიტირებული ცენტრალური უბანი მოინახულა, ადგილობრივ მოსახლეობას და ობიექტზე დასაქმებულ პირებს შეხვდა და სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 100-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია. რამაზ ნიკოლაიშვილმა ჩოხატაურის მაცხოვრებლებს კულტურის სახლის პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა, რომლის მშენებლობაც ჩოხატაურის ცენტრში მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება და დამატებით, 150-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. ჩოხატაურის ცენტრალური ქუჩა წლების განმავლობაში მწყობრიდან იყო გამოსული. შეზღუდული იყო სანიაღვრე არხების ფუნქციონირება. დაზიანებული იყო გზის საავტომობილო და ფეხით სავალი ნაწილი, რაც ქალაქის მაცხოვრებლებს გადაადგილების დროს პრობლემებს უქმნიდა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა დუმბაძის 2 კმ-იან ქუჩასა და გზის სავალი ნაწილის გასწვრივ არსებულ საფეხმავლო ბილიკებს, ჩოხატაურის ცენტრალურ მოედანსა და აღნიშნული ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მეორე მცირე ზომის მოედანს. 
განახლდა სანიაღვრე არხების წყალმიმღები ჭები. ქუჩასა და მოედნებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი. შედეგად, დაბის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა საბოლოოდ მოეხსნა. სამუშაოები საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფოტორეპორტაჟი: პრეზიდენტის შეხვედრა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან1
რუსები აფხაზეთში ტანკ ტ-90-ის ეკიპაჟებს ამზადებენ2
მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ქარდავა დააკავეს3
ფილიპ დიმიტროვი: საქართველოში მასმედიის მდგომარეობა სრულყოფილებისგან შორს არის4
ბიძინა ივანიშვილი „Millennium Challenge Corporation“-ის წარმომადგენლებს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X