GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პროექტში „ისწავლე დღეს-დასაქმდი ხვალ“ ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
12:24 16.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს „ისწავლე დღეს-დასაქმდი ხვალ“  იწყებს, რომლის ფარგლებშიც პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები გაიმართება.

ახალი პროექტი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს გადამზადების ორთვიანი კურსი გაიაროს ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ორიენტაციაში და სურვილისამებრ  აირჩიოს  ერთი, ორი ან სამივე ტრენინგი ერთად. ტრენინგების კურსი მონაწილეს  შემდგომ დასაქმებაში დაეხმარება. საქართველოს 20 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 80 ტრენინგცენტრში ერთდროულად 20 000 ადამიანი უფასოდ გადამზადდება.

პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგიტრაცია დღეს დაიწყო. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგი გამართა და  პროექტის ვებგვერდი www.po.ge წარადგინა.

მსურველთა  რეგისიტრაცია 2012 წლის 16 ივლისიდან 10 სექტემბრამდე იწარმოებს. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად ვებგვერდზე აგრეთვე, ამავე საიტზე მითითებულ დაწესებულებებში.

რეგისტრაციისათვის საჭიროა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დარეგისტრირებული ყველა მონაწილე მიიღებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელ საბუთს და მისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელ ლექციების განრიგს.

სალექციო კურსს პროფესიონალი ტრენერები ჩაატარებენ. სპეციალურად ამ ტრენინგებისათვის სახელმძღვანელოები შეიქმნა. ყველა საჭირო სახელმძღვანელო და სასწავლო მასალა მონაწილეებს უფასოდ დაურიგდებათ. 

 Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რიბერი: “რეალს” მარტო ვერ დავამარცხებ”1
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს.2
მაია ფანჯიკიძემ გრიგოლ ვაშაძის მოადგილე თანამდებობაზე დატოვა3
რკინიგზის დეპარტამენტში ადმინისტრაციასთან შეხვედრა მიმდინარეობს4
შიზოფრენიით დაავადებულმა და ყოფილმა პატიმარმა ქალს თავი მოაჭრეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X