GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჭიაბერაშვილმა ფოთში მცხოვრებ პენსიონერებს დაზღვევის პოლისები გადასცა
14:19 16.07.2012
დღის სიახლეები

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ფოთში მცხოვრებ პენსიონერებს შეხვდა და ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები პირადად გადასცა. მინისტრმა პენსიონერებს პოლისით გათვალისწინებული მომსახურებებისა და სარგებლობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დარიგება დღეს დაიწყო და ისინი ძალაში 1-ელი სექტემბრიდან შევა. პოლისები მილიონზე მეტ მოქალაქეს, პენსიასთან ერთად, „ლიბერთი ბანკის" საშუალებით დაურიგდება. სახელმწიფო დაზღვევის პოლისს მიიღებენ: საპენსიო ასაკის მოქალაქეები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობებისა და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებსა და სტუდენტებს პოლისები საქართველოს ფოსტის საშუალებით, რეგისტრაციის მისამართზე დაურიგდებათ. საქართველოს მოქალაქეები ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505-ზე მიიღებენ.

სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის ფარგლებში მოქალაქეებს სასწრაფო დახმარების, ექიმთან კონსულტაციის, ამბოლატორიული მკურნალობის, დიაგნოსტიკური გამოკვლევების, გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციების, ასევე, სხვა ჰოსპიტალური მომსახურების ხარჯები აუნაზღაურდებათ.

მინისტრის განცხადებით, სექტემბრიდან საქართველოში დაახლოებით 2,4 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეორე მოქალაქე, დაზღვეული იქნება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ერთ წელიწადში 400 000–ზე მეტი ID ბარათი გაიცა1
თბილისმა თურქეთთან აფხაზეთის პორტში თურქული გემების შესვლის საკითხი დააყენა2
პროკურატურა ბაჩო ახალაიას დაკითხვას გეგმავს3
აზერბაიჯანმა სომხეთს ყარაბაღის ოკუპაციით მიყენებული ზარალის ანგარიში წარუდგინა4
50-ზე მეტ ობიექტში 2 000-მდე ოჯახია შეჭრილი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X