სოციალური
ქსელი სპეციალურ სისტემას გამოიყენებს, რომელიც მომხმარებელთა საუბრების
სკანირებას მოახდენს, რათა არაკანონიერი საქმიანობის შესახებ გაფრთხილება მიიღოს. სიგნალის
მიღებისთანავე საეჭვო საუბრების შესახებ Facebook-ის თანამშრომლები პოლიციას
დაუყოვნებლივ შეატყობინებენ.
სპეციალური
სისტემა ჩათში მიმდინარე საუბრებს წინასწარ განსაზღვრული ფრაზებისა და ლექსიკის
მიხედვით გაცხრილავს. საუბარია ისეთ ფრაზებზე, რომლებიც დანაშაულის მომზადების
გაფრთხილებას შეიცავს. როგორც კი სისტემა ასეთ მიმოწერას საეჭვოდ მიიჩნევს,
შეტყობინება ქსელის უსაფრთხოების სამსახურს გადაეგზავნება, რომელიც გადაწყვეტს,
საჭიროა თუ არა პოლიციის ინფორმირება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა
ადამიანებს, რომლებიც ადრე ერთმანეთს რეგულარულად არ ეკონტაქტებოდნენ, - იუწყება The
Daily Telegraph
აღნიშნული
სისტემის წყალობით, ერთი დამნაშავე უკვე დაკავებულია და მისი საქმე სასამართლოში
განიხილება. 30 წლის მამაკაცი 13 წლის გოგონას სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობდა
და სკოლის შემდეგ შეხვედრას უნიშნავდა. Facebook-ის თანამშრომლებმა ეს საუბარი
კონტროლქვეშ აიყვანეს და პოლიცია საქმის კურსში ჩააყენეს. როგორც Reuters
იტყობინება, მომდევნო დღეს ეჭვმიტანილი მამაკაცი დააპატიმრეს.
internet.ge