მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 17 ივლისისთვის
23:56 16.07.2012
|
დღის სიახლეები
|
მიხეილ ცაგარელი: დღეიდან 8 აგვისტომდე უმჯობესია არ გასცეთ ფული ვალში და არ აიღოთ სესხი ან კრედიტი, ამავე პერიოდში სესხში აღებული ფულით ნურაფერს შეიძენთ, რადგან ვალის დაბრუნება გაგიჭირდებათ. აკონტროლეთ აზრები და ემოციები, ნუ მიაქცევთ ყურადღებას წვრილმან უსიამოვნებებს.
კარგია აბაზანის მიღება, ვარჯიში. პლანეტების მარსისა და იუპიტერის ჰარმონიული ურთიერთქმედება შეხლს შეუწყობს საქმიან წამოწყებებს, თვითგამოვლენას, კეთილშობილურ საქმეებს. ნუ მოწყვეტთ ყვავილებს.
მინერალებიდან სასიკეთოა: ზურმუხტი, აქატი, მწვანე იასპი, ოპალი, ამეთვისტო.
სიზმრები გვამცნობს მომავალი საფრთხის შესახებ. ნურავის ნურაფერს შეჰპირდებით. მაღალია ფინანსური შეცდომების ალბათობა. რთული დღეა ქორწინებისათვის, სახლის მშენებლობის დაწყებისათვის, საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად.
სასიკეთოა დღე ბავშვის ჩასახვისათვის, საოჯახო-სანათესაო ურთიერთობებისათვის, ხალხური შემოქმედებისათვის, ახალი ნივთების შესაძენად და ვაჭრობისათვის.
ჯანმრთელობის მხრივ შესუსტებულია კუჭი, მკერდი, ღვიძლი.
დღე დადებითია კირჩხიბის, თხის რქისა და თევზებისათვის. უარყოფითია - ვერძის, ლომისა და სასწორისათვის.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|