აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდების შედეგებს დღეს შეიტყობენ.
ტესტების პასუხები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
ჩარიცხვების ზუსტი სიის გამოქვეყნებამდე აბიტურიენტები საგნების
პასუხებს ელექტრონული გვერდის მეშვეობით, ეტაპობრივად, შეიტყობენ.
გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით, 17 საგამოცდო ცენტრში
მიმდინარეობს.
წელს, 10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო და
იურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოზე და იურიდიულზე ჩაბარების
მსურველებმა სამ საგანში 35%, ხოლო მეოთხეში, უცხო ენაში 30%-იანი ბარიერი უნდა
გადალახონ. ასევე ცნობილია, რომ დაჩქარდება შედეგების გამოცხადება და ოქტომბრის ნაცვლად საბოლოო პასუხები, 25 აგვისტოს
გახდება ცნობილი.
internet.ge