აჭარა
"ბათუმის
ბლექ სი ჯაზ ფესტივალი 2012
"-ს დღეს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში ჯაზის მოყვარულებისთვის რამდენიმე კონცერტი და გასართობი საღამო
მოეწყობა.
ქალაქის მაცხოვრებლებსა და მის სტუმრებს
ბათუმის
ქუჩებში მოძრავი მუსიკალური უფასო კონცერტებით ჯგუფი "Men
in Brass"-ი
გაუმასპინძლდება.
ამასთანავე,
ბათუმს ეწვევა ჯგუფი „ბლექ აიდ ფისის“ წევრი დიჯეი ტაბუ.
ფესტივალი, რომელიც დღეს დაიწყება, 22
ივლისამდე გასტანს. 20 ივლისს ბათუმის კორტებზე მსმენელის წინაშე ლეგენდარული გიტარისტი ჯონ სკოფილდი
წარსდგება. 21 ივლისს ბათუმის კორტებზე შეკრებილი ადამიანები ვირტუოზ პიანისტს ჯოი კალდერაცოს და ბექა გოჩიაშვილის სექსტეტს მოუსმენენ.
22 ივლისს ფესტივალს ბრაზილიური მუსიკის ცოცხალი ლეგენდა სერჟიო მენდესი დახურავს.
Internet.ge