დიდგორის რაიონში მიმდინარე სამუშაოები დღეს, თბილისის
მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა. იგი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ქალაქში მიმდინარე პროექტებზე გაესაუბრა.
მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქის მასშტაბით, მათ შორის, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, წყლის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინიციატივით, დიდგორის რაიონში, შინდისსა და ტაბახმელაში წყალ-საკანალიზაციო ქსელის მონტაჟი ივლისში დაიწყო. სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დასრულდება და 350 ოჯახს წლების განმავლობაში წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა მოეხსნება.
Internet.ge