ბათუმსა
და ზუგდიდში ცესკოს ინიციატივით რეგიონული მედია კონფერენციები გაიმართა.
ბათუმში
ორგანიზებულ
შეხვედრას
აჭარის და გურიის რეგიონებში მოქმედი მედიასაშუალებების
და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები, ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე ესწრებოდნენ.
დღეს კი, კონფერენცია სამეგრელოს რეგიონის მედია წარმომადგენლების, საოლქო კომისიების თავმჯდომარეების და ცესკოს
თავმდჯომარის
მონაწილეობით
გაიმართა.
ანალოგიური
ტიპის შეხვედრა უკვე შედგა 12 ივნისს ქუთაისში, იმერეთში მოქმედ მედიაწარმომადგენლებთან.
ცესკოს ინფორმაციით, კონფერენციების მიზანია ურთიერთობების განახლება/გაუმჯობესება რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან,
აქტიური კავშირის დამყარება ადგილობრივ მედიასა და საოლქო საარჩევნო კომისიებს შორის, ადგილობრივი მედია წარმომადგენლების
ინფორმირება
ცესკოს აქტივობების შესახებ, რაც ხელს უწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და საარჩევნო პროცესების მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმოჩენას.
მიმდინარე
წლის ივლისის ბოლოს იგივე ფორმატის რეგიონული კონფერენციები აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებებისთვის გაიმართება.
Internet.ge