დღეიდან 20
ივლისის ჩათვლით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდებია
მოსალოდნელი. სინოპტიკოსების თქმით, მოსალოდნელია წვიმა და ზოგ რაიონში სეტყვაც.
როგორც
„ინტერნეტ.ჯი“-ს გარემოს ეროვნული სააგენტოში განუცხადეს, ასევე მოსალოდნელია
ტემპერატურის კლება.
დასავლეთ და
აღმოსავლეთ საქართველოში 19-20 ივლისს ძლიერ წვიმებს პროგნოზირებენ, 21 ივლისიდან
კი, მთელს ტერიტორიაზე კვლავ უნალექო ამინდები იქნება.
სინოპტიკოსების
თქმით, 21 ივლისიდან ასევე მოიმატებს ტემპერატურაც.
Internet.ge