ჰილარი კლინტონი აშშ-ის
სახელმწიფო მდივნებს შორის რეკორდსმენი გახდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2009 წელს პოსტზე დანიშვნის დღიდან მოყოლებული
კლინტონმა 102 ქვეყანა მოინახულა.
ამერიკული დიპლომატიის
მეთაურმა გასვლით ტურებში თითქმის მთელი წელი - 352 დღე გაატარა. ამასთანავე, მან
1 357 414 კილომეტრი გადალახა, რაც დედამიწის 10-ჯერ შემოვლას უდრის.
ბოლო დროს კლინტონმა
არაერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტი მას ბევრ დროსა და ენერგიას
ართმევს, ამიტომაც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, იგი დასვენებას
აპირებს, - იუწყება ИТАР-ТАСС.
ჰილარი კლინტონამდე ეს
რეკორდი მადლენ ოლბრაიტს ეკუთვნოდა. აშშ-ის პირველმა ქალმა სახელმწიფო მდივანმა,
რომელიც საგარეო უწყებას 1997-2001 წლებში ხელმძღვანელობდა, მსოფლიოს 98 ქვეყანა
მოიარა.
Internet.ge