GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახალხო დამცველი: კონფლიქტურ რეგიონებში მოსახლეობა სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გარეშეა დარჩენილი
14:55 05.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცევლი, მედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების მიერ არასრულწლოვანის ცემის ფაქტს, გამოეხმაურა.

 

აღნიშნულ ფაქტზე სახალხო დამცველი გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას,  რაც ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული  უფლებების დარღვევას წარმოადგენს.

 

გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა 2012 წლის 29 თებერვალს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავმჯდომარეობით გალის რაიონში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 34-ე შეხვედრაზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ რუსულმა მხარემ დაადასტურა უცნობი პირების მიერ არასრულწლოვნისთვის სახელმძღვანელოების დახევის ფაქტი, თუმცა უარყო რუსი სამხედროების მიერ არასრულწლოვნის ცემა.  
    
“კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრები ადამიანები დაცული არიან მთელი რიგი საერთაშორისო ნორმებით. კერძოდ, ოკუპანტი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანის უფლებებს, როგორც ეფექტური კონტროლის მქონე მხარემ. მიუხედავად ამისა, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ფაქტობრივად დარჩენილია სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გარეშე, რასაც მათი უფლებების დარღვევა სდევს თან. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ერთ-ერთ საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ კონფლიქტის ზონებში სიტუაციის მონიტორინგი, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის დაცვისა და უსაფრთხოების გარანტი იქნება“,- ნათქვამია განცხადებაში.
  
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს როგორც ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტების აღსაკვეთად და აღნიშნული ფაქტის ეფექტური გამოძიების მიზნით. 

ომბუცმენის ინფორმაციით, 2012 წლის თებერვალში, მედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების მიერ არასრულწლოვნის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა მცირეწლოვანი ბავშვი მაშინ გააჩერეს როცა სკოლაში მიდიოდა.  სასკოლო ჩანთაში მას ქართული სახელმძღვანელო აღმოუჩინეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიჭს ხელი ჰქონდა მოტეხილი და მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მშობლები არასრულწლოვანთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, ის სკოლის დირექტორის ოჯახში იმყოფებოდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა. 

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შს სამინისტრო საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს1
ბარამიძე: არჩევნებში დამარცხება დადუმებას და პოლიტიკურ სასაფლაოზე წასვლას არ ნიშნავს2
ნიკოლოზ ხაჩირიშვილი გლდანის მოსახლეობას ჯანდაცვის და დასაქმების ხელმისაწვდომობაზე ესაუბრა3
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახალ გამოფენას მასპინძლობს4
ანდრია ურუშაძე ვეძისის მოსახლეობას შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X