დღეს დილით, დონეცკის
ბავშვთა საავადმყოფოში გარდაიცვალა 6 თვის გოგონა, რომელსაც მშობლები
აშიმშილებდნენ.
ჰოსპიტალიზაციის მომენტში
გოგონა 3,5 კილოგრამს იწონიდა, რაც ექიმების თმით, ანომალიაა. მშობლები
არწმუნებდნენ პოლიციას, რომ ის თავიდანვე ასეთი გამხდარი იყო.
განგაში ბავშვთან დაკავშირებით მეზობლებმა ატეხეს. ისინი დააეჭვა იმან, რომ
ახალშობილი არასოდეს გაჰყავდათ სახლიდან. იმავდროულად,
მუდმივად ესმოდათ ბავშვის ტირილის ხმა.
მეზობლებმა ექიმები გამოიძახეს, ხოლო როცა მშობლებმა სახლში მათ შეშვებაზე უარი
თქვეს, პოლიციაში დარეკეს. სამართალდამცველებმა ბავშვი მშობლებს ძალით წაართვეს და
ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პატარას რეანიმაციულ განყოფილებაში
მოთავსება გახდა საჭირო.
ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. საქმე ძიებაშია და მშობლების ბრალს სასამართლო
დაადგენს. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი ბავშვს, შეგნებულად, შიმშილით ტანჯავდნენ.
Internet.ge