სპეციალისტები თოკით ხტომის მსურველებს უსაფრთხოების დაცვის რამდენიმე წესს სთავაზობენ
თოკით ხტომისას,
რომელსაც 16 ივლისს ორი ახალგზარდის სიცოცხლე შეეწირა, რამდენიმე წესის
გათვალისწინება არის საჭირო.
სპეციალისტების
რეკომენდაციით, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია შემოწმდეს აღჭურვილობა,
რამდენად გამძლეა ის, არის თუ არა უსაფრთხოდ დამაგრებული და მორგებულია თუ არა
თქვენზე. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ამინდი. აკრძალულია ხტომა ქარიან
ამინდში, თოვლში, ნისლში, წვიმაში.
თოკით ხტომისას
გასათვალისწინებელი ფაქტორია მომხმარებლის სამედიცინო მდგომარეობა, განსაკუთრებთ
იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს მაღალი არტერიული წნევა და გულისცემის ხშირი
ცვალებადობა.
Internet.ge