ინტერნეტ კაფეში
დაყენებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა როგორ ესვრის 71 წლის მამაკაცი ორ
მძარცველს.
კადრებში ასახულია
როგორ შემოდის ორი შეიარაღებული პირი ინტერნეტ კაფეში, რომლებიც დაწესებულების
გაძარცვას ცდილობენ. თუმცა, 71 წლის ვილიამსმა,
რომელიც ფაქტს შემთხვევით შეესწრო, მძარცველებს იარაღი დაუმიზნა და ესროლა.
პოლიციამ მძარცველების
დაკავება რამდენიმე საათის შემდეგ შეძლო. მათ
შეიარაღებულ ძარცვაში ედებათ ბრალი.
ვილიამსს ჰქონდა
იარაღის ტარების უფლება. პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ შემთხვევაში
სროლა გამართლებული იყო.
Internet.ge