სტავროპოლის მხარის სოფელ
სერნოვოდსკში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 58-ე არმიის სამხედრო მოსამსახურეებსა
და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტი წარმოიქმნა, რომელიც მასობრივ ჩხუბში
გადაიზარდა. ამის შესახებ თავად მხარის პროკურატურა იუწყება. რამდენიმე ადამიანმა
სხეულის დაზიანებები მიიღო.
„როცა 20 ადამიანი
სამხედრო ნაწილიდან რეზერვუართან წყლის ასაღებად მივიდა, გადაწყვიტეს იქვე
ებანავათ. დაინახეს რა, რომ ჯარისკაცები იხდიდნენ, გამვლელებმა მათ შენიშვნა
მისცეს, რამაც სამხედროების აგრესიული რეაქცია გამოიწვია,“ - განაცხადა სოფლის
ხელმძღვანელმა მიხაილ უსუპოვმა.
იმისთვის, რომ
ადგილობრივები და სამხედროები გაეშველებინათ, საჭირო გახდა რამდენიმე ძალოვანი
უწყების, მათ შორის „ფსბ“-ს თანამშრომლების გამოძახება.
ამის შემდეგ რაიონის პროკურატურამ უწყებათაშორისი თათბირი ჩაატარა, რათა მოვლენათა
შემდგომი გამწვავება თავიდან იქნას აცილებული.
თავის მხრივ, შეკრება
ჩაატარა სოფლის მოსახლეობამაც, 58-ე არმიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი დაპირდა მათ, რომ დამნაშავე სამხედროები
დაისჯებიან.
ამ დროისათვის,
სამხედროებს, რომლებიც სოფელ სერნოვოდსკში სწავლებაზე იმყოფებიან, პოლიგონის გარე
პერიმეტრზე გასვლა ეკრძალებათ.
გაძლიერებულია პოლიციის
ზედამხევდევლობაც, ორი ადგილობრივისათის სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენების
ფაქტზე კი ჯერ მოკვლევა ტარდება.
Internet.ge