მიხეილ ცაგარელი: გეომაგნიტური დღეა. დღეს ახალმთვარეობაა. სასიკეთო ენერგიების ნაკლებობა, განსაკუთრებით დღის მეორე ნახვარში, მეტად განაპირობებს კონფლიქტებს, დეპრესიას, აგრესიას, ტრავმებს, ავარიებს, შეცდომებს, ჯანმრთელობის და გუნება-განწყობის გაუარესებას, რაც ითხოვს მეტ სიფრთხილესა და წინდახედულებას.
საღამომდე შეიძლება საქმეების დასრულება, ვალების დაბრუნება. აკონტროლეთ ემოციები და აზრები, რადგან ისინი დიდ ზეგავლენას მოახდენენ თავენს შემდგომ იღბლიანობაზე. განეწყეთ ოპტიმისტურად. მეტი თავდაჭერა გმართებთ რაიმეს შეფასებისას. პლანეტების მარსისა და ურანის დაპირისპირება განაპირობებს ცუდ განწყობას, გაღიზიანებას, ზომიერების შეგრძნების დაკარგვას, ეგოიზმს, უყაირათობას, დიქტატორული თვისებების გამძაფრებას, თანამშრომლობის შეზღუდვას, მეგობრულ კონფლიქტებს. სიფრთხილე გმართებთ ელექტრობასთან. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ.
მინერალებიდან სასიკეთოა: სარდიონი, სერდოლიკი, ზურმუხტი, ქარვა, მთის ბროლი. დღის პირველ ნახევარში ფერებიდან დადებითია: იასამნისფერი, მწვანე, ვერცხლისფერი, თეთრი, ხოლო დღის მეორე ნახევარში – წითელი, ლურჯი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი. სიზმრები შემდგომ ახდება. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება გულსისხლძარღვთა სისტემა და ხერხემალი.
დღე დადებითია ლომისათვის, უარყოფითია –კირჩხიბისა და თხის რქისათვის.
Internet.ge