დღეს,
საარჩევნო
ვებ-პორტალის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის -
„სამართლიანი
არჩევნებისა
და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”
(ISFED), „საქართველოს
ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველოს“
ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს.
პორტალი
მიზანია, ხელი შეეწყოს საზოგადოების ინფორმირებას
2012 წლის
საპარლამენტო
არჩევნების
მიმდინარეობის
შესახებ.
პორტალზე
სისტემატიურად
განთავსდება
ინფორმაცია
საარჩევნო
პერიოდში
(წინასაარჩევნო
პერიოდი, არჩევნების დღე და არჩევნების შემდგომი პერიოდი) სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა
და მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული დარღვევების თაობაზე.
Internet.ge