სტიქიამ გუშინ გვიან ღამით, ენერგომომარაგების კუთხით, შეფერხებები გამოიწვია.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ძირითადად ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა მცხეთა–მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. თუმცა გათიშვა არ იყო მასშტაბური.
„დენის
მიწოდება შეფერხდა რიგ სოფლებში, რომელთა ნაწილის მომარაგება უკვე აღდგენილიაა, ხოლო დარჩენილი აბონენტების დენის მიწოდება აღდგება დღის ბოლომდე. ამ დროისთვის ენერგო–პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში, რომ დროულად მოახდინონ ზიანის ლოკალიზება და გათიშული აბონენტებისთვის
ელექტროენერგიის
მიწოდების
აღდგენა“,-
ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
Internet.ge