GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
UNICEF: საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენციაა
17:28 19.07.2012
დღის სიახლეები

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ საპენსიო პაკეტის ზრდა, ჯანმრთელობის დაზღვევისა და სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამები, ქვეყანაში სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი (8,3%) დაახლოებით სამჯერ უფრო მაღალი იქნებოდა, რომ არ გაზრდილიყო პენსიები.

აღსანიშნავია, რომ კვლევის ჩატარების პროცესში (2011 წლის სექტემბრამდე) საპენსიო პაკეტის ოდენობა 80 ლარს შეადგენდა. 2011 წლის სექტემბრიდან საპენსიო პაკეტი გაიზარდა და ნაცვლად 80 ლარისა 100 ლარი შეადგინა. თუ კვლევის მონაცემებში საპენსიო პაკეტის ეს ზრდა იქნებოდა გათვალისწინებული, უკიდურესი სიღარიბე არსებული 8.3 %-ის ნაცვლად, კიდევ უფრო ნაკლები 6,4% იქნებოდა. 2012 წლის სექტემბრიდან კვლავ იზრდება საპენსიო პაკეტი, რაც სიღარიბის შემცირებაზე გავლენას მოახდენს და კვლევების შედეგებით გამოვლინდება.

ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული დოკუმენტი „საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება", ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად გაუმჯობესებული მდგომარეობისა, ბევრი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში და საჭიროა დამატებითი ძალისხმევა და ფინანსები საქართველოში ყველაზე დაუცველი ბავშვების დასახმარებლად.

საინტერესოა საქართველოს მოსახლეობაში ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების მფლობელთა რაოდენობის ზრდის ტენდენციაც. 2011 წელს ოჯახების 42%-ში ერთ წევრს მაინც ჰქონდა ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი. ამ ოჯახების დიდ ნაწილს შეადგენდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახები (სადაც უკლებლივ ყველა წევრია დაზღვეული, პენსიონერებისა და ბავშვების ჩათვლით), აგრეთვე, ოჯახები, რომელთა წევრები არიან პედაგოგები, ჯარისკაცები ან პოლიციელები.

2012 წლის სექტემბრიდან სახელმწიფო აზღვევს ყველა ასაკით პენსიონერს, დაბადებიდან 5 წლის ჩათვლით ბავშვებს, სტუდენტებს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს.

სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის საშუალებით ქვეყანაში ოჯახების 79.8%-ში ერთი წევრი მაინც იქნება დაზღვეული, დაზღვეული მოსახლეობის წილი 50.5 %-დე გაიზრდება, ხოლო 16 წლამდე ასაკის ბავშვებში დაზღვეულთა წილი 28%-ის ნაცვლად 61.6% იქნება.

 

Internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილმა მუსლიმებს ყურბან–ბაირამის დღესასწაული მიულოცა1
მინისტრობის კანდიდატები სტრუქტურებს ეცნობიან2
„ვერის უბნის მელოდიების“ წარმოდგენები დროებით შეჩერდა3
თორნიკე გორდაძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა4
UNICEF: საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენციაა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X