სტიქიისაგან დაზარალებულ თელავში გაწმენდითი სამუშაოები დღეს დილიდან
განახლდა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთის რეგიონში
გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, გუშინ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ადგილობრივ
მოსახლეობას, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში როგორც წყლის, ასევე ელექტროენერგიისა
და გაზის მიწოდება აღუდგება.
“წუხანდელი სამუშაოების შედეგად სისტემაში უკვე აღდგენილია წყლის
მიწოდება და ქალაქმა უკვე უნდა მიიღოს ის, ასევე წუთი-წუთზე ველოდებით
ელექტროენერგიის, გაზისა და სხვა კომუნიკაციების აღდგენას,“ - განაცხადა
გუბერნატორმა.
Internet.ge