24 საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას რეგიონული საგანგებო შტაბი, მისი
წევრები მთელი ღამის განმავლობაში ამოწმებდნენ დაზიანებულ უბნებს, ასევე
სპეციალური სამსახურები ქუჩებს სპეცტექნიკით წმენდნენ, პარალელურად მიმდინარეობდა
ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა.
„თელავში, გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილია რეგიონალური შტაბი,
რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, იმ რაიონების გამგებლებს სადაც სტიქია
მძვინვარებდა, მიცემული აქვთ დავალებები, რათა შეისწავლონ ზარალი,“- განაცხადა პრეზიდენტის
რწმუნებულის მოადგილემ კახეთის რეგიონში პეტრე კიკნაძემ.
Internet.ge