სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის ცხელი ხაზი 555 33 69 14 და 555 33
69 54 ამოქმედდა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა კახეთში, სალიკვიდაციო შტაბის სხდომაზე
განაცხადა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, იმ ადამიანებმა, ვისაც ღამის გასათევი
არ აქვთ, აუცილებლად უნდა დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე და მათ დაუყოვნებლივ
დახმარებას აღმოუჩენენ.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, მოსახლეობა კომპენსაციებს მიიღებს,
რაზეც სპეციალური სალიკვიდაციო შტაბი იზრუნებს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვანო
მერაბიშვილი ხელმძღვანელობს.
Internet.ge