GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბაქოში ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის მიმდინარეობა განიხილეს
15:44 20.07.2012
დღის სიახლეები

ბაქოში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სამმხრივი სხდომა გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა თურქეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

სხდომაზე განიხილეს "ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის" სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ტერიტორიაზე. გადაწყდა, რომ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგი სხდომა სამი ქვეყნის მინისტრის მონაწილეობით, სექტემბერში, საქართველოში გაიმართება.

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე 4 კმ სიგრძის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე კვირაში დაიწყება. გვირაბი, რომლის მშენებლობისთვისაც 42 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთია და დასრულების შემდეგ სარკინიგზო გადაზიდვებს უფრო მოხერხებულს გახდის. სარკინიგზო ხაზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 4000 ადამიანია დასაქმებული. მხოლოდ ახალქალაქის მშენებარე სარკინიგზო სადგურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ობიექტზე სტაბილურად 1600 ადამიანი იმუშავებს.

ახალი სარკინიგზო ხაზი ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის გაზრდას, აზიიდან ევროპაში ტვირთების სწრაფად ტრანსპორტირებას და ასეულობით ახალი, სტაბილური სამუშაო ადგილის შექმნას.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბელორუსში სმის მოყვარულთა „შავი სიები“ შეადგინეს1
„ქუთაისობის“ დღესასწაულს ქალაქი განახლებული სახით ხვდება2
ქართველი ძალოსანი რაულ ცირეკიძე ევროპის ჩემპიონი გახდა3
უნგრეთის პრემიერი: ენდეთ ხელისუფლებასა და თქვენს პრეზიდენტს4
ვიქტორ ორბანმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი აიღო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X