სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მსჯავრდებულ მელორ ვაჩნაძის გადაყვანა შესაბამისი პროფილის სამკურნალო დაწესებულებაში,
სადაც მას ჩაუტარდება საჭირო გამოკვლევები და ადეკვატური მკურნალობა.
“მელორ ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში, შეიძლება დამძიმდეს. იგი რამდენჯერმე იქნა გადაყვანილი #18
მსჯავრდებულთა
და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში,
სადაც მას ყოველ ჯერზე ჩაუტარდა სიმპტომატური მკურნალობა, თუმცა არ ჩატარებია შესაბამისი გამოკვლევები, რომლების ჩატარების შესაძლებლობა მსჯავრდებულის თქმით, არ გააჩნია
#18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო
დაწესებულებას”,- აღნიშნულია სახალხო
დამცველი ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
Internet.ge