სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, №17 დაწესებულებაში პირველადი ჯანდაცვა ამოქმედდა.
ახალი
შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღიჭურვილი.
სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვა სასჯელაღსრულების შვიდ დაწესებულებაშია დანერგილი. რეფორმის შედეგად კი, ყველა პატიმარს, პირადი მკურნალი ექიმი ეყოლება.
„სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტი მაღალხარისხიან სამედიცინო სერვისზე სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რაც პენიტენციურ სისტემაში პირველადი ჯანდაცვის დანერგვით სრულფასოვნად იქნება უზრუნველყოფილი“,-
აცხადებემ სამინისტროში.
Internet.ge