ინტერნეტ-საზოგადოების
წევრები ყოველდღიურად დებენ ქსელში ვიდეოებს, სადაც მასობრივი ჩხუბია ასახული. ჯგუფი,
რომელშიც დაახლოებით 18 ათასი ადამიანი ერთიანდება, მსგავს ბრძოლებს ხშირად
აწყობს. ჩხუბის დროს ერთმანეთს 20-20 კაცი უპირისპირდება, თუმცა ხშირად მსგავსი
შეტაკებები უფრო მასშტაბურიც ხდება. თითოეული ბრძოლა 30 წამიდან 3 წუთამდე
გრძელდება. მისი მონაწილეები ძირითადად ქალაქგარეთ იკრიბებიან.
მსგავსი
ვიდეოებით რუსეთში ექსტრემიზმის წინააღმდეგ მოქმედი ცენტრი დაინტერესდა.
ვიდეოში,
რომელიც სოციალურ ქსელ "Вконтакте"-ში გავრცელდა, ფეხბურთის
გულშემატკივართა ჩხუბია გადაღებული. მასში ათობით აღტკინებული ახალგაზრდა
ერთმანეთს გამეტებით სცემს.
Internet.ge