სტიქიის შედეგად
დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემა მომავალი კვირიდან დაიწყება.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა. მისივე თქმით, სტიქიის
სალიკვიდაციო სამუშაოები სწრაფად უნდა დასრულდეს და მოსახლეობას ზარალი დროულად
აუნაზღაურდეს.
პრემიერ-მინისტრმა უკვე
წარადგინა მთავრობის 5 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ყველა დაზარალებულისთვის არის
განკუთვნილი: 1. ყველა დაზარალებულმა ოჯახმა უნდა მიიღოს სასურსათო პაკეტი
(ფქვილი, შაქარი, ზეთი); 2. მთავრობა იღებს ვალდებულებას აღადგინოს დაზიანებული
სახურავები; 3. მათ, ვისაც მოსავალი მთლიანად გაუნადგურდათ 1300-დან 1500 ლარამდე
დახმარებას მიიღებენ; 4. ვისაც მოსავალის 70% გაუნადგურდა 800 და 900 ლარამდე
თანხა გადაეცემათ; 5. ვისაც მოსავლის 50 % გაუნადგურდა 300-დან 500 ლარამდე
კომპენსაციას მიიღებს.
Internet.ge