ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, ამ
დროისათვის თელავში, მოსახლეობის ნაწილს, ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება, დღის ბოლოსთვის კი, ქალაქი მთლიანად დაიტვირთება.
მინისტრის განცხადებით, რეგიონში, ცენტრალური უბნები დაიტვირთა და
პროფილაქტიკური სამუშაოები გრძელდება.
„რაც შეეხება გაზით მომარაგებას, ამ მხრივ პრობლემები აღარ არსებობს და
ბუნებრივი აირი ყველას მიეწოდება“,- განაცხადა ხეთაგურმა.
მთავრობის წარმომადგენლები ამ დრომდე კახეთში, სტიქიით დაზარალებულ
სოფლებში რჩებიან.
Internet.ge