კრასნოდარის მხარის მაცხოვრებლები იტყობინებიან,
რომ კრიმსკიდან 250 კმ-ის დაშორებით ახალი უცნობი საფლავები გაჩნდა. თითოეულ მათგანს
ერთნაირი ტრაფარეტი აქვს მიმაგრებული, წარწერით
- „უცნობი მამაკაცი“ ან „უცნობი ქალი“. დოკუმენტების თანახმად, მიცვალებულები
აქ 6-დან 18 ივლისამდე პერიოდში ყოველდღე მოჰყავდათ, ამჟამად კი მათი რიცხვი 40-ს აღწევს.
სასაფლაოს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აქ
ის მიცვალებულები არიან დასაფლავებულნი, რომლებიც სხვადასხვა დროს ქალაქის ქუჩებში
იპოვეს, ან საავადმყოფოებში უპატრონოდ გარდაიცვალნენ, და რომელთა ვინაობაც ვერ დადგინდა.
მიუხედავად იმისა, რომ ცხედრები ახალი დასაფლავებულია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები
უარყოფენ მათ კავშირს წყალდიდობასთან.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, ორი
კვირის წინ კრიმსკში მომხდარ წყალდიდობას 150-170 ადამიანი ემსხვერპლა.
internet.ge