ნორვეგიაში მომხდარი
ტრაგედიიდან დღეს ერთი წელი შესრულდა. კუნძულ უტოიაზე დაღუპულთა
ხსოვნას პატივს მიაგებენ როგორც ადგილობრივები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყნიდან ჩასული ტურისტები.
სწორედ
ერთი წლის წინ ანდერს ბრეივიკმა ოსლოსა და უტოიაზე განხორციელებული ორი ტერაქტის
შედეგად, 77 ადამიანი მოკლა, მათ შორის ქართველი გოგონა თამთა ლიპარტელიანიც იყო.
32 წლის ბრეივიკი დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ის ტერორისტულ აქტს
რამდენიმე წლის განმავლობაში ამზადებდა. დღესვე ნორვეგიის კრიმინალურმა
სასამართლომ ტერორისტს საბოლოო განაჩენი უნდა გამოუტანოს.
Internet.ge