საქართველოს მთავრობა განაგრძობს სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებს. აღდგენილია გაზის და წყლის მიწოდება, ასევე აღდგება ელექტროენერგიის მიწოდებაც.
ამ დროისათვის დაზარალებული მოსახლეობისათვის
სურსათის დარიგება გრძელდება. სასურსათო ნობათში
შედის 2 ლიტრი ზეთი, 5კგ. შაქარი და 5კგ. მაკარონი. პაკეტების დარიგება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხელისფლების ინფორმაციით, სასურსათო დახმარებას დაზარალებული 20 000 ოჯახი მიიღებს.
ასევე გრძელდება შხამ-ქიმიკატების
დარიგება.
დაზარალებული ოჯახები დაიყოფიან სამ კატეგორიად, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ დახმარებას.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა სასოფლო-სამეურნეო კრედიტების რესტრუქტურიზაციის საკითხზეც მუშაობს.
Internet.ge