გურჯაანის რაიონში
იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ- მინისტრი, ვაჩნაძიანთ კარში ვანო მერაბიშვილი დაზარალებული
წიკლაურების ოჯახში მივიდა.
პრემიერმა საცხოვრებელის
რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა და პრობლემების უმოკლეს ვადებში მოგვარებას დაჰპირდა.
პრემიერის განცხადებით,
მთავრობა მუშაობს რათა მოსახლეობას, ვისაც ვენახი და ხეხილი სრულად გაუნადგურდა, სახელმწიფო
კომპანიებისგან გარკვეული რაოდეობის ღვინო დაურიგდეთ.
„ტრადიციულად, კახურ
ოჯახში ყოველთვის იყო ღვინო. ახლა კი პირველი წელია, როცა ზოგიერთი ოჯახი ყურძნის მოსავლის
გარეშე დარჩა, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოვნახოთ საშუალება და სახელმწიფო
კომპანიიდან ხალხს მინიმალური რაოდენობის ღვინო დავურიგოთ, ამ პროცესის დაწყებას სექტემბრისთვის
ვვარაუდობთ, “- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Internet.ge