ისრაელის სპეცსამსახურები შიშობენ, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე იგივე
განმეორდება, რაც 1972 წელს მოხდა.
ბულგარეთის ბურგასში მომხდარი ტერაქტის შემდეგ „მოსადის“ აგენტები
ცდილობენ გამოავლინონ და აღკვეთონ საფრთხე, რომელიც ისრაელის ათლეტებს შეიძლება
ემუქრებდეს.
„მოსადი“ ვარაუდობს, რომ საფრთხე, შესაძლოა ლიბანური „ჰესბოლადან“
მოდიოდეს და ამიტომაც სპეცსამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ.
ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფით კი 17 ათასი სამხედრო მოსამსახურე და კერძო
დაცვის ფირმის 7 ათასი თანამშრომელი იქნება დაკავებული.
ლონდონის ქუცებში 12 500 პოლიციელს გამოიყვანენ. საჰაერო სივრცეს ვერტმფრენები „პუმა“
გააკონტროლებს, რომლებშიც სნაიპერები ისხდებიან, მათ ბორტებზე კი გამანადურებელ
„ტორნადოებს“ განათავსებენ. მზადყოფნაშია ვერტმფრენმზიდი „ოუშენიც“.
Internet.ge