სასჯელაღსრულების
№15 დაწესებულებაში
მეფილეობისა
და მებათქაშეობის კურსდამთავრებულ
მსჯავრდებულებს
ოთხთვიანი
სწავლების
დასრულების
დამადასტურებელი
სერთიფიკატები
გადაეცათ.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში
პროფესიული
განათლების
მიღებას, პატიმრების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებას, გათავისუფლების შემდგომ დასაქმების
შესაძლებლობის
პერსპექტივის
გაზრდას, პატიმართა რესოციალიზაციას
და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას.
სამინისტრო
მიიჩნევს,
რომ აღნიშნული პროექტი სარგებელს მოუტანს როგორც მსჯავრდებულს,
ასევე მის ოჯახსაც.
სერტიფიკატების
გადაცემის
ღონისძიებას
სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს,
საქართველოს
ტექნიკური
უნივერსიტეტის
წარმომადგენლები
და პროექტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
№15 დაწესებულებაში, აღნიშნული პროექტი აშშ სახელმწიფო
დეპარტამენტის
მხარდაჭერით
განხორციელდა.
საგანმანათლებლო
სახლები უკვე ფუნქციონირებს სასჯელაღსრულების
№5, №14, №15, და
№16 დაწესებულებებში.
აღნიშნული
რეფორმა სხვა დაწესებულებებშიც
ეტაპობრივად
დაინერგება.
მიმდინარე
წელს 300-ზე მეტ მსჯავრდებულს უკვე გადაეცა პროფესიული განათლების დამადასტურებელი
სერთიფიკატები.
Internet.ge