მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი „სტუდია მონიტორის“ საქმეზე ეფექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს
საიას
ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი, „სტუდია მონიტორის“ ოფისის
გაქურდვის ფაქტზე, სწრაფ და ეფექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დაცვის ცენტრმა
სპეციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჟურნალისტებს დროულად უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, დაიბრუნონ მასალები და ტექნიკა,
რათა სწრაფად აღადგინონ მუშაობის ჩვეული რეჟიმი.
„22 ივლისს ააიპ „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტებს ოფისი გაქურდული დახვდათ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ „სტუდია მონიტორის“ ოფისიდან ექვსი პერსონალური კომპიუტერი, ორი სამონტაჟო, ორი კამერა,
ერთი შტატივი და ერთი ფლიპ კამერაა დაკარგული. აპარატურასთან ერთად ასევე დაკარგულია ჟურნალისტების სამუშაო მასალები. „სტუდია მონიტორი“ წარმოადგენს დამოუკიდებელ ჟურნალისტურ გაერთიანებას, რომელიც მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის კუთხით. აღნიშნული სტუდია ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც ამზადებს ჟურნალისტურ გამოძიებებს და შესაბამისად, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საზოგადოების წინაშე“,-
ნათქვამია განცხადებაში.
Internet.ge