GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"ახალი მემარჯვენეები" გორში არსებული ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვენ
14:42 23.07.2012
დღის სიახლეები

"ახალი მემარჯვენეების" გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ბორცვაძე ქალაქში არსებული ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვს.

სოსო ბორცვაძე დღეს, გორში კვერნაკის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ნაგავსაყრელთან ჟურნალისტებთან ერთად მივიდა და ამ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის არსებობა გააპროტესტა.

" წლების განმავლობაში გორში კვერნაკის დასახლებიდან 1 კილომეტრში  არსებობს  ნაგავსაყრელი, რომელიც მთელს ქალაქს ემსახურება და გაუსაძლისი  გახადა მოსახლეობის ყოფა მიმდებარე ტერიტორიებზე.  ყოველდღე იყრება ათობით ტონა ნაგავი, რომელსაც შემდგომ ცეცხლს უკიდებენ, ბოლი და ფერფლი იფანტება დასახლების ტერიტორიაზე, ქარის შემთხვევაში იქ ყოფნა ფაქტიურად  შეუძლებელია .  ზაფხულში ამ დასახლებაშიც და ქალაქის მიმდებარე ნაწილშიც  აუტანელი სუნი და ბუზების სიმრავლეა. ასევე აღსანიშნავია, რომ ნაგავსაყრელი მდინარე მტკვრის გვერდითაა განთავსებული და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს გარემოსთვის",- განაცხადა სოსო ბორცვაძემ.

მემარჯვენეების მაჟორიტარობის კანდიდატმა ხელისუფლებას ნაგავსაყრელის გადატანის და ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისკენ მოუწოდა.

"ახალი მემარჯვენეები"  მოვუწოდებთ როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღონ გადაწყვეტილება ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანის შესახებ. გორი დიდი ქალაქია და აქ  ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებაზეც  უნდა  დაიწყოს  ზრუნვა ხელისუფლებამ. სამწუხაროდ, გორის ყოფითი პრობლემების მოგვარება  არასოდეს გამხდარა მისი მაჟორიტარი დეპუტატის ზრუნვის საგანი. გორელებს ვპირდები, რომ მომავალ პარლამენტში ამ  და სხვა ბევრი იმ პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო სახსრები, რომელიც მათ აწუხებთ, ადექვატურ ასახვას პოვებს ქვეყნის ბიუჯეტში",- განაცხადა სოსო ბორცვაძემ. 

internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსმა ოკუპანტებმა ადმინისტრაციულ საზღვარზე ქართველი ბავშვები არ გაატარეს1
ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის ბრალი შესაძლოა დავით ჯოხაძესაც წაუყენონ2
ფოტორეპორტაჟი: სტიქიის ზონაში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება3
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა4
ფოტორეპორტაჟი: ლონდონის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X